“17 მაისი გასული წლის საუკეთესო იყო წინა წლებთან შედარებით. რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ იყო, რაც მოხდა და განვითარდა, მაგრამ არ არის ასე, რომ გაუარესდა. ყოველთვის სცემდნენ ამ ხალხს, ცემას მაინც გადაარჩინა ახლა [პოლიციამ]”, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ გასული წლის 17 მაისის მასშტაბურობას ხელი ნაციონალურმა მოძრაობამ შეუწყო, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს ამას:
“მაინც მოახერხა სახელმწიფომ, რომ არ იცემა ეს ხალხი. ეს იყო პირველი შემთხვევა პრაქტიკულად. იქაც ირაკლი ღარიბაშვილმა ივაჟკაცა, რომელიც თვითონ ხელმძღვანელობდა ამ პროცესს. მე მახსოვს, მთავრობის სხდომა მიმყავდა და იქიდან ხან ირაკლის ვურეკავდი და ხან მეუფე იაკობთან მქონდა სატელეფონო ზარები და ასე შემდეგ. ვცდილობდი, რომ ეს პროცესები დარეგულირებული ყოფილიყო. მეც და ირაკლიმაც ძალიან ივაჟკაცა, რომ ეს ხალხი ცემა-ტყეპას აარიდა, რასაც ნაციონალური მოძაობის ხელისუფლების დროს ჰქონდა ადგილი”.