ახალი ამბები

მაია მიმინოშვილის ხელფასი შემცირდა და წელიწადში 136 339 ლარი შეადგინა

4 სექტემბერი, 2018 • 21477
მაია მიმინოშვილის ხელფასი შემცირდა და წელიწადში 136 339 ლარი შეადგინა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, მაია მიმინოშვილის ხელფასი 2018 წლის დეკლარაციის მიხედვით, რომელიც 2017 წლის პერიოდს მოიცავს, წინა წელთან შედარებით 12 926 ლარით შემცირდა და 136 339 ლარი შეადგინა.

წინა დეკლარაციის მიხედვით, რომელიც 2016 წლის პერიოდს მოიცავს, მიმინოშვილმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექოტრად მუშაობისთვის ხელფასის სახით 149 265 ლარი მიიღო.

ხელფასი მიმინოშვილს 2016 წელსაც შეუმცირდა. 2016 წლის დეკლარაციის მიხედვით, რომელიც 2015 წლის საანგარიშო პერიოდს მოიცავს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში საქმიანობისთვის მიმინოშვილმა ხელფასის სახით 158 177 ლარი მიიღო.

ამავე თემაზე

თანამდებობის პირები, რომელთა ანაზღაურება თვეში 10 ათას ლარს აჭარბებს

მასალების გადაბეჭდვის წესი