ახალი ამბები

აგვისტოში ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი რუსეთიდან განხორციელდა

4 სექტემბერი, 2018 • 2460
აგვისტოში ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი რუსეთიდან განხორციელდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2018 წლის აგვისტოში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა 1 294 926 ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +9.8%-ია.  

საერთაშორისო ვიზიტორთა  მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 1 040,544 შეადგინა, ზრდა +10.7%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ კი -737 049, რაც 90 050-ით მეტია 2017 წლის აგვისტოს მაჩვენებელზე (ზრდა +13.9%).

ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.

2018 წლის აგვისტო

ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი  რუსეთიდან (+15.8%), აზერბაიჯანიდან  (+13.3%), სომხეთიდან(-5.7%) და თურქეთიდან (24.4%) შედგაპოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტის ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: რუმინეთი +137%, ესტონეთი +86%, ნიდერლანდები  +73%, გერმანია +58%, იტალია +54%, საფრანგეთი +45%, ჩეხეთი +40%, ესპანეთი +35%,გაერთიანებული სამეფო+30% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდანინდოეთი +166%, კორეის რესპუბლიკა +126%, ჩინეთი +95%, ბელარუსი +47%, არაბთა გაერთიანებული საემირეობი +40% და სხვა.

2018 წლის იანვარიაგვისტოს თვის მონაცემებით საქართველოში 5 895,914 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა.  ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +12.2%-ია. საერთაშორისო ვიზიტორთა  მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 4 883,580 შეადგინა, ზრდა+14.1%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 3 235 800 შეადგინა, რაც 523 674-ით მეტია 2017 წლის იანვარიაგვისტოს მაჩვენებელზე (ზრდა +19.3%)

2018 წლის იანვარიაგვისტო

ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+11%), რუსეთიდან (+22%), სომხეთიდან (+0.3%) და თურქეთიდან (+21.1%)  შედგა.  პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან,  საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების რაოდენობის ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: ესტონეთი +98%, ნიდერლანდები +55%,  რუმინეთი +55%, ბელგია +53%, გერმანია +50%,ჩეხეთი +47%, ესპანეთი +47%, გაერთიანებული სამეფო +46% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: კორეის რესპუბლიკა +139%,ჩინეთი +92%, ბელარუსი +44%,ქუვეითი 44% და  ისრაელი +35%.

2018 წლის ივნისი – აგვისტო

2018 წლის ზაფხულის სეზონზე (ივნისიაგვისტოსაქართველოში 3 061 338 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +10.9%-ია. საერთაშორისო ვიზიტორთა მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ  2 492 924 შეადგინა, ზრდა +11.5%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1 702 015 შეადგინა, რაც 232,294-ით მეტია 2017 წლის ივნისიაგვისტოს მაჩვენებელზე (ზრდა +15.8%).

ტურიზმი, ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორი

წინასწარი მონაცემებით 2018 წლის იანვარიივნისის მდგომარეობით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 1, 361 მილიონ დოლარს (ზრდა +28.9%), რაც 305 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2018 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 551 მილიონ დოლარს (ზრდა +29.4%), რაც 125 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2017 წლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 2.7მილიარდ (2 704 339,872) დოლარს (ზრდა +28.1%), რაც 594 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით შეადგენს 6.8%-. ზრდა წინა წელთან შედარებით +16.6%-ია.

2017 წლის ჯამური მონაცემებით წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.9% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +13%-ია.

ტურიზმის ადმინისტრაციის განცხადებით, წლის ბოლომდე საქართველოს სავარაუდოდ 8,5 მილიონ საერთაშორისო მოგზაური ეწვევა, საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები კი სავარაუდოდ  3 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი