ახალი ამბები

თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მსოფლიოში უდიდესი ავიაგადამზიდი მიიღო

31 აგვისტო, 2018 • 6682
თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მსოფლიოში უდიდესი ავიაგადამზიდი მიიღო

მსოფლიოში ყველაზე დიდი სტრატეგიული ავიაგადამზიდი Antonov An-225 Mriya თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია.

ავიაგადამზიდი უკრაინის სსრ-ში 1985 წელს დამზადდა, პირველი ფრენა კი 1988 წელს შეასრულა. მისი წონა ტვირთის გარეშე 285 ტონაა, სიგრძე – 84 მეტრი, სიგანე კი – 18.2 მეტრი. ის ყველაზე დიდი ავიაგადამზიდია, რომელიც კი ოდესმე შექმნილა.

ტვირთმზიდობის მაჩვენებლით, Antonov An-225 Mriya-ს არაერთი რეკორდი აქვს მოხსნილი, მათ შორის, 2001 წელს, როცა, ჯამში, 253 820 კგ ტვირთი გადაზიდა.

Antonov An-225 Mriya ფოტო: TAV Georgia Antonov An-225 Mriya ფოტო: TAV Georgia

 

მასალების გადაბეჭდვის წესი