ახალი ამბები

ოსკარზე კანდიდატ ფილმად საქართველოდან “ნამეს” გააგზავნიან

31 აგვისტო, 2018 • 2506
ოსკარზე კანდიდატ ფილმად საქართველოდან “ნამეს” გააგზავნიან

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ცნობით, საქართველოდან ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოებაზე კანდიდატ ფილმად “ნამეს” გააგზავნიან.

აღნიშნული გადაწყვეტიულება სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ დღეს, 31 აგვისტოს მიიღო. კონკურსში სულ 6 ფილმი მონაწილეობდა:

  1. „ხიბულა” – რეჟისორი გიორგი ოვაშვილი
  2. ნამე” – რეჟისორი ზაზა ხალვაში
  3. „ჰორიზონტი” – რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი
  4. დედე” – რეჟისორი მარიამ ხაჭვანი
  5. „ექვთიმე ღვთისკაცი” – რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე
  6. „ჰამლეტი” – რეჟისორი გიორგი მეგრელიშვილი


დაჯილდოებაზე საქართველოს კანდიდატი ფილმის გამოსავლენად ეროვნულმა კინოცენტრმა სპეციალური კომისია შექმნა, რომელიც 9 წევრისგან შედგება:

1. დიმიტრი მამულია – კინორეჟისორი

2. გივი-ბესიკ ოდიშარია – სცენარისტი

3. ლომერ ახვლედიანი – ოპერატორი

4. ია შუღლიაშვილი– მსახიობი

5. კახა კანდელაკი – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი

6. ზურაბ მაღალაშვილი – ეროვნული კინოცენტრის დირექტორი

7. კოტე ჯანდიერი – სცენარისტი

8. ნინო მხეიძე – კინომცოდნე

9. ლევან კიტია – კინორეჟისორი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი