ცოტა ქვეყანა მოიძებნება, სადაც პოლიტიკური ელიტა ერთ ადამიანს უპირისპირდება – მარგველაშვილი

“ძალიან ცოტა ქვეყანა მოიძებნება, სადაც მთელი პოლიტიკური ელიტა დაპირისპირებულია ერთი ადამიანთან და ყველა მანქანას ხმარობს იმისთვის, რომ მისი დისკრედიტაცია მოახდინოს. ყველა მანქანას ხმარობს, რომ შეარყიოს მისი მმამართველობა,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა დღეს, 31 აგვისტოს, სტუდენტებთან შეხვედრაზე.

მარგველაშვილმა თავისი 5-წლიანი პრეზიდენტობის შესახებ  საუბრისას განმარტა, რომ სწორედ ასეთ რთულ მომენტებში მისთვის მთავარი საზომი იყო მოსახლეობის რეაქცია. მისივე თქმით, საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და მის სამსახურში რჩება.

“მაშინ, როცა მე გავივლიდი დუშეთისა და თბილისის ქუჩებში, მე მთავარი ბარომეტრი მქონდა ის, თუ როგორ მხვდებოდა ხალხი და ამის განცდა მე მუდმივად მარწმუნებდა, რომ სწორი გზით მივდივარ თქვენთან ერთად. და ამ გზას მე თქვენთან ერთად გავაგრძელებ,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან