ესტონეთში რუსეთიდან საიდუმლოდ დაფინანსებული გამოცემა გამოავლინეს – მედია

გამოცემა Baltnews რუსულ სამთავრობო მედიასთან კავშირს ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ  ადასტურებს – ინფორმაციას ამის შესახებ Meduza ავრცელებს.

გამოცემა Baltnews-ს, რომელიც ლატვიაში, ლიეტუვასა და ესტონეთში ოპერირებს, რამდენიმე წელია, რაც პრორუსულობასა და რუსულ სამთავრობო მედიებთან გარიგებაში ადანაშაულებენ. რასაც 1 თვის წინ ჟურნალისტური გამოძიება მიუძღვნეს Buzzfeed-მა, Re:Baltica-მ და Postimees-მა.

გამოცემების ცნობით, გამოძიებამ აჩვენა,  თუ როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა ბალტიის ქვეყნებში, საიდუმლო საინფორმაციო კომპანიების ჩამოყალიბების მეშვეობით. გამოცემების თანახმად, სწორედ ეს პრორუსული, თუმცა არაგაცხადებული კომპანიები, მონაწილეობენ ინფორმაციულ ომში.

Meduza-ს ცნობით, გამოძიების შემდეგ, რომელიც Skype-ს ჩატებისა და სხვა დოკუმენტების ეფუძნებოდა, Baltnews-მა აღიარა, რომ მას კავშირი აქვს რუსეთის სამთავრობო “რასია სევოდნიასთან”.

ამავე ინფორმაციის თანახმად, Baltnews “რასია სევოდნიას” უთანხემბდა არამხოლოდ თემებს, არამედ რიგი მასალების გამოქვეყნების საკითხს.

როგროც Meduza წერს, გამოძიების პერიოდში (მის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე, ან მისი დასრულების შემდეგ) თავად Baltnews-მა საკუთარ საიტზე გამოაქვეყნა ცნობა იმის თაობაზე, რომ 2018 წლის 17 აგვისტოს რუსეთის კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის სამსახურმა დაარეგისტრირა. მისი მფლობელი კი  არის “რასია სევოდნია”. უცნობია, ზუსტად როდის აღიარა ეს ფაქტი გამოცემამ, თუმცა მედუზას და ბაზფიდის ცნობით, 25 აგვისტოს Baltnews-ის ვებგვერდზე მსგავს ინფორმაციას ვერ ნახავდით.

Baltnews-ის ყოფილი რედაქტორები, თავის მხრივ, განმარტავენ, რომ მათ რუსულ სამთავრობო RIA NOVOSTI-თან მხოლოდ “ინფორმაციის გაზიარების” შეთანხმება ჰქონდათ. ამჟამინდელი მთავარი რედაქტორი ანდრეი იაკოვლევსი კი რუსული მხარისგან ფულის მიღებას უარყოფს და აცხადებს, არავის არასდროს უთქვამს, თუ რა თემაზე უნდა ეწერათ მათ.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან