ახალი ამბები

გრიგოლ ვაშაძის შტაბი ‘იმედს’ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივლებს

31 აგვისტო, 2018 •
გრიგოლ ვაშაძის შტაბი ‘იმედს’ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივლებს

“ძალა ერთობაშია” ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართავს, რათა ტელეკომპანია იმედის სიუჟეტები გრგიგოლ ვაშაძის გაშუქებასთან დაკავშირებით შეისწავლოს.

დღეს, 31 აგვისტოს, გამართულ ბრიფინგზე ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ტელეკომპანია “იმედი” მიზანმიმართულად ავრცელებს სიცრუეს გრიგოლ ვაშაძის მისამართით.

საქმე შეეხება იმედის სიუჟეტებს, სადაც “იმედი” ავრცელებს ვაშაძის განცხადებას, რომ კონფლიქტის რეგიონში მიმდინარე მოვლენები “იყო თვითშემოქმედება” და ამ საკითხების განსახილველად იგი მოსკოვში ჩავიდა.

გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ეს განცხადება გრიგოლ ვაშაძემ ომამდე გააკეთა და კონტექსიდან ამოგლეჯილადაა გაშუქებული.

“გვესმის, რომ ჩვენი კონკურენტები შეშფოთებული არიან უკანასკნელი კვლევებით, სადაც ლიდერობს ყველა კვლევაში გრიგოლ ვაშაძე. იმიტომ, რომ ის არის ღირსეული კანდიდატი, რომელიც დიდ როლს შეასრულებს, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, მომავალში.

“განცხადება, რომელიც არის გაკეთებული გრიგოლ ვაშაძის მიერ, რომელსაც ატტრიალებს აბსოლუტურად არასწორ კონტექტსში ტელეკომპანია იმედი, გაკეთებული არის 2008 წლის ომამდე. ეს განცხადება მიუთითებს, რომ მაშინდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ თავიდან აერიდებინა შეიარაღებული კონფლიქტი და ის აგრესია, რაც მივიღეთ 2008 წელს რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ტელეკომპანია იმედმა უკვე 2–ჯერ მიუძღვნა ხუთ–ხუთწუთიანი სიუჟეტი, სადაც პირდაპირ ამბობს, რომ ეს განცხადება ომის მიმდინარეობის დროს გააკეთა და სპეციალურად ამას უჭერს მხარს. მე მივმართავ ჟურნალსიუტრი ეთიკის ქარტიას და ვთხოვ, რომ შეისწავლონ ეს სიუჟეტები. ეს არღვევს ყველა ნორმას, სწორედ ასეთ ფეიკ-ნიუსებს ებრძვის მთელი ცივლიზებული სამყარო. არ შეიძლება, რომ მედიასაშალებები აყალბებდნენ ფაქტებს, არ ამბობდნენ, როდის არის ეს განცხადებები გაკეთებული და სრულიად სხვა კონტექტსით მიდიოდნენ დამოუკიდებელ პირებთან კომენტარისთვის. ეს განცხადება გაკეთებულია საომარ მოქმედებამდე და ამ განცხადებებს აკეთებდა იმისთვის, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად მომხდარიყო რუსული აგრესიის თავიდან აცილება და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული მხარე ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ 2008 წლის თავდასხმა თავიდან აერიდებინა”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი