ნეტგაზეთი | უეფამ ლუკა მოდრიჩი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა უეფამ ლუკა მოდრიჩი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა – Netgazeti

უეფამ ლუკა მოდრიჩი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა

დღეს, 30 აგვისტოს, ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირმა წლის შემაჯამებელი ცერემონია გამართა. უეფამ სეზონის საუკეთსო ფეხბურთელად და ნახევარმცველად ხორვატიის ეროვნული ნაკრებისა ლიდერი, ლუკა მოდრიჩი დაასახელა.

  • სეზონის საუკეთესო კაცი ფეხბურთელი: ლუკა მოდრიჩი
  • სეზონის საუკეთესო მეკარე: კეილორ ნავასი
  • სეზონის საუკეთესო მცველი: სერხიო რამოსი
  • სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი: ლუკა მოდრიჩი
  • სეზონის საუკეთესო თავდამსხმელი: კრიშტიანუ რონალდუ
  • სეზონის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი: პერნილ ჰარდერი

ფეხბურთშის განვითარებისთვის შეტანილი წვლილისთვისა და თანასწორი თამაშის პრინციპის პოპულარიზაციისთვის უეფამ ასევე დააჯილდოვა დევიდ ბექემი და გურამ კაშია.

დაჯილდოების ცერემონიალზე ლეგენდარული ინგლისელ ფეხბურთელს პრიზი უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა გადასცა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა ღონისძიებაზე ჩასვლა ვერ შეძლო, თუმცა დარბაზში მისი ვიდეომიმართვა უჩვენეს, სადაც გურამ კაშია ალექსანდრ ჩეფერინს და ყველა მის მხარდაჭერს მადლობას უხდის.

გურამ კაშია ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ თანასწორობის პრიზი მნიშვნელოვანია მისთვის, მისი ოჯახისთვის და მთელი საქართველოსთვის. ქართველი ფეხბურთელი ასევე მოხარულია იმით, რომ უეფა თანასწორობის პრინციპებს დიდ ყურადღებას აქცევს.

უეფამ გურამ კაშიაზე ანიმაციაც მოამზადა, სადაც განმარტავს, თუ რატომ დაიმსახურა ქართველმა ფეხბურთელმა აღნიშნული ჯილდო. ნეტგაზეთი გთავაზობთ ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის მიერ მომზადებულ ანიმაციას ქართული ტიტრებით:

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.