ახალი ამბები

ვაშაძე აუდიტს ფეისბუკზე “ფეიკნიუსების” დაფინანსების შესწავლისკენ მოუწოდებს

30 აგვისტო, 2018 •
ვაშაძე აუდიტს ფეისბუკზე “ფეიკნიუსების” დაფინანსების შესწავლისკენ მოუწოდებს

ოპოზიციური გაერთიანების “ძალა ერთობაშია” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე აუდიტის სამსახურს მოუწოდებს სოციალურ ქსელში გავრცელებული “ფეიკნიუსების” დაფინანსების საკითის შესწავლისკენ. აღნიშული განცხადება ვაშაძემ დღეს, 30 აგვისტოს, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ვაშაძე აცხადებს, რომ “ფეიკნიუსების” დიდი ნაწილი, რომლებიც გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგაცაა მიმართული,  “ქართული ოცნების” მიერაა დაფინანსებული.

“ჩვენ მოვითხოვთ აუდიტის სამსახურიდან, დაუყოვნებლივ დაიწყოს შესწავლა და გამოძიება, რა წყაროებით ფინანსდება ფეიკნიუსების გაავრცელება. გარდა ამისა, მოვითხოვთ სამართლადამცავი ორგანოების მხრიდან დროულ რეაგირებას,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ბრიფინგზე ვაშაძემ შსს-ს, იუსტიციის სამინისტროსა და სხვა პასუხისმგებელ უწყებებსაც მიმართა და განაცხადა, რომ ისინი “ქართული ოცნების” თანამშრომლები არ არიან, შესაბამისად, მათ აქვთ ვალდებულება, გამოიძიონ ის საკითხები, რაზეც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები აპელირებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი