ახალი ამბები

ფსიქოლოგიური ძალადობა და აგრესია გურამ კაშიაზე, არავის გვეკადრება – სოფო კილაძე

29 აგვისტო, 2018 • 1285
ფსიქოლოგიური ძალადობა და აგრესია გურამ კაშიაზე, არავის გვეკადრება – სოფო კილაძე

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ფეხბურთელ გურამ კაშიას წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიას ფეისბუკით ეხმაურება.

“ასეთი ფსიქოლოგიური ძალადობა, დაჩაგვრა და აგრესია გურამ კაშიაზე არავის გვეკადრება. ერთმანეთის პატივისცემა მეტად გვმართებს. მესმის, რომ ჩვენს საზოგადოებაში ადამიანებს აქვთ განსხვავებული ხედვები, აზრი. თითეულ ჩვენგანს აქვს ამ აზრის გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის გურამ კაშიასაც, მათ შორის იმათაც, ვინც მას არ ეთანხმება. ამისთვის არსებობს შესაბამისი ფორმა. აზრის გამოხატვის გამო მუქარა და ფსიქოლოგიური ძალადობა, დაჩაგვრა არის მიუღებელი, ისეთივე მიუღებელი, როგორიც თავად ჰომოფობია”, – აცხადებს კილაძე.

#გურამშენთანვართ – ამ ჰეშთეგით სოციალურ ქსელებში გურამ კაშიას მხარდამჭერი კამპანია დაიწყო მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა ფეისბუკის ოფიციალური გვერდი შეურაცხმყოფელი შეტყობინებების/კომენტარების გამო სავარაუდოდ გააუქმა, ხოლო ინსტაგრამის საჯარო ანგარიში მხოლოდ გამომწერებისთვის გახადა ხელმისაწვდომი.

სოციალურ ქსელებში კაშიას წინააღმდეგ ახალი ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების მცველი უეფას თანასწორობის ჯილდოს მფლობელი გახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი