2018 წლის 28-29 სექტემბერს, თბილისში, სასტუმრო Biltmore-ში, გაიმართება სპორტული და აქტიური ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია Sportsway. განსახილველ თემებს შორის არის: სპორტული და აქტიური ტურიზმის გავლენა რეგიონის ეკონომიკაზე, ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნა, ტურისტული სეზონის გახანგრძლივების პერსპექტივა, ტერიტორიული ბრენდინგი და სხვა. კონფერენციის სპიკერატს წარმოადგენენ მსოფლიოს უდიდესი სპორტული, მედია და ივენთ კომპანიების პირველი პირები. China Health and Medical Tourism Association, World Ethnosport Society, Mediacom, Shankai Sports, Eventica, Media Team, Newman Sports, Fight Nights Global, Iron Star, Games Of Heroes, Run Armenia, USAID.
კონფერენცია ტარდება პროგრამა #BeActiveInGeorgia ს ფარგლებში, საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის, კომპანია ISEM და USAID ზრდა საქართველოსთვის პროექტის ორგანიზებით. მხარდამჭერები საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქ. თბილისის მერია, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
პარტნიორები: ბია, საერთაშორისო სავაჭრო პალატა ICC, ევროპული ბიზნეს ასოციაცია EBA, საქართველო-თურქეთის ბიზნეს საბჭო Gurtiad, საქართველოს დამსაქმებელთა კავშირი, საქართველოს სასტუმროების ფედერაცია.