ნინო ქათამაძე, პანტომიმის თეატრი და სხვა შემსრულებლები ფრანკფურტში ფესტივალზე [ფოტოები]

ფრანკფურტში, „რივერ ბენქის“ მასშტაბურ ფესტივალზე საქართველო, როგორც მასპინძელი ქვეყანა, კულტურული და მუსიკალური პროგრამით იყო წარდგენილი.

ფესტივალის ბოლო დღე მოძრაობის თეატრის „კარნავალით“ გაიხსნა. წარმოდგენები გამართეს თოჯინურმა ოპერამ, ანსამბლმა „პატარა გეორგიკა“, ანსამბლმა „ლაპრები“, „ვეფხისტყაოსნის“ თემატიკაზე შექმნილი დადგმით წარდგა პანტომიმის თეატრი.

ღონისძიებების დასკვნით ნაწილში მაყურებლის წინაშე გამოვიდნენ ნინო ქათამაძე და ინსაითი, ნიკოლოზ რაჭველი & ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმები და ბრასი, ჯაზ-სექსტეტი QUINTESSENCE. ფესტივალი საზეიმოდ,დაიხურა ქართული მუსიკის ფონზე შთამბეჭდავი ფოიერვერკით.

სამი დღის მანძილზე გამოფენილი იყო ქართული რეწვის ნიმუშები, მოეწყო სპეციალური სტენდი ქართველი ავტორების გერმანულენოვანი წიგნებით. პროექტის – ,,სუვენირები საქართველოდან“ ფარგლებში, დამთვალიერებლები უშუალოდ მონაწილეობდნენ ანბანის თემაზე ქართული სუვენირების მომზადების პროცესში. ფესტივალის ფარგლებში მოეწყო ქართული კულინარიისა და ღვინის დეგუსტაცია.

2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყანაა. მთელი წლის მანძილზე იმართება სხვადასხვა კულტურული და ლიტერატურული ღონისძიება და აღნიშნული ფესტივალი მისი ერთ-ერთი შემადგენელი და მნიშვნელოვანი ნაწილია.

რივერ ბენქის ფესტივალი

ნინო ქათამაძე რივერ ბენქის ფესტივალზე

რივერ ბენქის ფესტივალი

რივერ ბენქის ფესტივალი

რივერ ბენქის ფესტივალი

რივერ ბენქის ფესტივალი

რივერ ბენქის ფესტივალი

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com