ახალი ამბები

ხარატიშვილის „უკმარი სინათლე“ ბერლინალეს წიგნების სექციის რჩეულთა სიაში მოხვდა

19 იანვარი, 2022 • 3557
ხარატიშვილის „უკმარი სინათლე“ ბერლინალეს წიგნების სექციის რჩეულთა სიაში მოხვდა

გერმანიაში მცხოვრები ქართველი მწერლის, ნინო ხარატიშვილის წიგნი „უკმარი სინათლე“ (“Das mangelnde Licht”) ბერლინალეს სპეციალურ სექციაში — „წიგნები ბერლინალეზე“ —  10 საუკეთესო წიგნს შორის დაასახელეს.

აღნიშნული სექცია ფრანკფურტის წიგნის ფესტივალთან თანამშრომლობით ტარდება.

ბერლინალეს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ღონისძიება წელსაც  14-15 თებერვალს, დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. რაც შეეხება წიგნებს, შესარჩევ ტურში 190 წიგნი განიხილეს 30 ქვეყნიდან. სრული სია ნახეთ აქ.

ხარატიშვილის „უკმარი სინათლე“ ქართულ ენაზე ჯერჯერობით არ უთარგმნიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი