ახალი ამბები

სასამართლომ “ტორპედოს” გულშემატკივრები დააჯარიმა

10 მარტი, 2014 • • 1155
სასამართლომ “ტორპედოს” გულშემატკივრები დააჯარიმა

ქუთაისის საქალაქო სასაამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 16 საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და ინციდენტის მონაწილე პირებს ჯარიმა დააკისრა.

 

კერძოდ, საქმე ეხება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას, პოლიციის მოთხოვნისადმი დამოუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას. შესაბამისად, სასამართლომ ინციდენტის მონაწილე პირებს 100, 200, 400 და 500 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

 

“ტორპედოს” გულშემატკივრებმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი