ახალი ამბებიხელოვნება

ფრანკფურტში რივერ ბენქის ფესტივალი გაიხსნა, მასპინძელი საქართველოა – ფოტო

25 აგვისტო, 2018 • 2299
ფრანკფურტში რივერ ბენქის ფესტივალი გაიხსნა, მასპინძელი საქართველოა – ფოტო

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით,  ფრანკფურტში, რივერ ბენქის ფესტივალი გაიხსნა, რომელზეც საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით არის წარმოდგენილი.

ფესტივალი, ქართული სცენიდან ფრანკფურტის მერმა პეტერ ფელდმანმა და მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალურმა კონსულმა იოსებ ჩხიკვიშვილმა გახსნეს. გახსნას ასევე ესწრებოდნენ ფესტივალის კოორდინატორი ირინა საგანელიძე, საქართველოს კულტურის ატაშე გერმანიაში დუდანა მაზმანიშვილი და მოწვეული სტუმრები.

პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება.

ფესტივალი ანსამბლმა “ირიაო”, მიშო ურუშაძემ, KORDZ/Zagareli&Strings-მა და ლუკა ნაკაშიძემ გახსნეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი