ახალი ამბები

“ამ ნაბიჯით პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პროცესების გართულებაში” – სალაძე

24 აგვისტო, 2018 •
“ამ ნაბიჯით პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პროცესების გართულებაში” – სალაძე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, სულხან სალაძის თქმით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება, არ დაასახელოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, სასამართლო სისტემას მნიშვნელოვნად აზიანებს.

“შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის ძალიან ცუდი გადაწყვეტილება. ის, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და პრეზიდენტმა ამ დრომდე ვერ შეძლეს თუნდაც “ქართულ ოცნებასთან ერთად” დამსხდარიყვნენ მოლაპარაკების მაგიდასთან… ეს მთლიანობაში აზიანებს სასამართლო სისტემას, აზიანებს მართლმსაჯულებას, როგორც ხელისუფლებას და  სამწუხაროა, რომ ამ გადაწყვეტილებით პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამ პროცესების გართულებაში”, – განაცხადა სულხან სალაძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში.

დღეს, 24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს აღარ დაასახელებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ კონსენსუსის არარსებობის პირობებში კანდიდატის დასახელება აზრს მოკლებულია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი