“ეროვნულ მოძრაობაში იყო ერთი ასეთი ძალიან ცნობილი გამოთქმა, რომელსაც განსაკუთრებით მიტინგებზე ხმარობდნენ ხოლმე, რომ რაღაც წარმატება როცა იქნებოდა, კრემლმა უკან დაიხიაო. როცა გავიგე ამ პერიპეტიების შემდეგ, რომ ბიუჯეტს ამტკიცებს საკრებულო, პირველი ეს ფრაზა გამახსენდა, რომ კრემლმა უკან დაიხია. ეს ფიგურალურად, მაგრამ სინამდვილეში ამ ოთხმა თვემ განვლილმა ანახა, რომ როცა ხარ მართალი, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და შესაბამისიც არის შედეგი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბიუჯეტი სრულყოფილებისაგან შორს არის, სამწუხაროდ, საკრებულომ არ დაამტკიცა ასი ახალი ავტობუსის შეძენა თბილისისთვის, შეამცირა სოციალური ხარჯები ბოლოს წარდგენილ ბიუჯეტთან შედარებით, შეამცირა ამხანაგობების პროგრამა, რაც ნიშნავს სახურავების, ლიფტების და ა.შ. შეკეთების შესაძლებლობას, მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტი მაინც დამტკიცდა და, შესაბამისად, მერიას ექნება შესაძლებლობა თბილისელებს მოემსახუროს. ახლა მნიშვნელოვანია ყოველგვარი ზედმეტი პოლიტიზების გარეშე ეს ყველა პროგრამა დაიქოქოს და ეს პრობლემები უკან დარჩეს წარსულში”, – განაცხადა უგულავამ ტელეკომპანია “რუსთავი 2″–თან საუბარში.
უგულავა საკრებულოს მიერ ბიუჯეტის დამტკიცებაზე: კრემლმა უკან დაიხია
-
24.11.2026
საპატრიარქოს ცნობით, მიტროპოლიტი აბრაამი რეანიმაციაში იმყოფება
-
24.11.2026
ჩხუბი თბილისში – დაღუპულია ერთი ადამიანი
-
24.11.2026
40%-მდე ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე – „თეგეტა მოტორსში“ Black Friday დაიწყო
-
24.11.2026
მერცის თქმით, 2008 წელს უკრაინის ნატო-ში არმიღების გადაწყვეტილება შეცდომა იყო
-
24.11.2026
კობახიძე ასახელებს, ვინ არიან “ოცნებაში” პირველი და მეორე პირები
-
24.11.2026
რატომ დაჯდა ქუთაისი-ბერლინის რეისი თბილისში
