ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

OCCRP: აზერბაიჯანულმა კომპანიამ აშშ-თან მსხვილი სამხედრო კონტრაქტები გააფორმა

24 აგვისტო, 2018 •
OCCRP: აზერბაიჯანულმა კომპანიამ აშშ-თან მსხვილი სამხედრო კონტრაქტები გააფორმა

“ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გაშუქების” (OCCRP)  ინფორმაციით, აზერბაიჯანული ავიაკომპანია, რომელსაც მჭიდრო კავშირები გააჩნია ილჰამ ალიევის ოჯახთან, 10 წლის განმავლობაში პენტაგონის მსხვილი კონტრაქტორი იყო.

OCCRP-ის გამოძიების შესაბამისად, ეს ფაქტი იმ საგის კიდევ ერთი თავია, თუ როგორ თანამშრომლობს აშშ კორუმპირებულ ხელისუფლებებთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ავღანეთში სამხედრო ინტერესების გამო.

გამოძიებამ დაადგინა, რომ აზერბაიჯანული ავიაკომპანია «Silk Way» 10 წლის განმავლობაში აშშ-ის სამხედრო ტექნიკის ავღანეთში და ავღანეთიდან მიწოდებაზე 400 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტორი იყო. ასევე, აზერბაიჯანულმა კომპანიამ შეღავათიანი პირობებით შეისყიდა აშშ-ის ბანკიდან სამი სატვირთო თვითმფრინავი Boeing 747-8.

რაც შეეხება აღნიშნული აზერბაიჯანული კომპანიის კავშირს უშუალოდ ილჰამ ალიევის ოჯახთან, გამოძიების დროს დადგინდა, რომ ალიევის შვილი არზუ ალიევა აღნიშნული ავიაკომპანიის ერთ-ერთი მფლობელი იყო უკვე 21 წლის ასაკში.

როგორც OCCRP წერს, აშშ-ის სატრანსპორტო უწყებამ, რომელიც პასუხისმგებელია სამხედრო ტრანსპორტზე, უსაპუხოდ დატოვა ჟურნალისტების კითხვა, თუ რატომ მისცეს «Silk Way» -ს სამხედრო ტვირთების გადაზიდვის უფლება, იმის მიუხედავად, რომ არ დააკმაყოფილა აუცილებელი პირობა, მესაკუთრეების შესახებ ინფორმაცია  გაემჟღავნებინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი