გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ამუშავებენ კანონპროექტს, რომლითაც შეიქმნება ლეგალურად დასაქმების კვოტები, რომლით სარგებლობაც საქართველოს მოქალაქეებსაც შეეძლებათ.
“ვამუშავებთ დარგის სპეციალისტების კანონპროექტს, არა ყველა, მაგრამ ცალკეული პროფესიებისთვის, სადაც არის დეფიციტი გერმანულ ბაზარზე. ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, მათ შორის საქართველოსთვის, დასავლეთ ბალკანური ქვეყნებისთვის კვოტებს შევქმნით, რათა ლეგალური დასაქმების შესაძლებლობა გაჩნდეს”, –განაცხადა ანგელა მერკელმა.
კანცლერის თქმით, საქართველო სწორ ადგილასაა. აღნიშნული განცხადება ანგელა მერკელმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.