ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევებს მერკელის რეზიდენციასთან გააპროტესტებენ

21 აგვისტო, 2018 • 2224
აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევებს მერკელის რეზიდენციასთან გააპროტესტებენ

22 აგვისტოს ორგანიზაცია “აირჩიე დემოკრატიული აზერბაიჯანი” ბერლინში, გერმანიის ფედერალური კანცლერის რეზიდენციასთან გაიმართება აზერბაიჯანელი პოლიტიემიგრანტების სანქცირებული აქცია. ინფორმაციას Meydan.tv ავრცელებს.

აქციის მიზანი ანგელა მერკელის ყურდღების მიქცევაა აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების პრობლემებზე, ბაქოსა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში მის ვიზიტამდე, რომელიც 23-25 აგვისტოსაა დაგეგმილი.

აქცია გაიმართება ლოზუნგით “თავისუფლება პოლიტპატიმრებს”, “არა ხიზილალის დიპლომატიას”, ნუ გაცვლით ადამიანის უფლებებს ნავთობის ინტერესების მსხვერპლად” და ა.შ.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ბაქოს 25 აგვისტოს ეწვევა, მანამდე თბილისსა და ერევანში ჩავა.

თანამედროვე აზერბაიჯანის ხელისუფლება განსხვავებული აზრის, კრიტიკისა და ხელისუფლებისადმი არალოიალური განწყობების გამო დევნის ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებსა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს.

Freedom House-ის ახალი, 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, დემოკრატიის მაჩვენებლით რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა აზერბაიჯანშია. აღნიშულ ანგარიშში აზერბაიჯანის შესახებ წერია, რომ ავტორიტარიზმი ქვეყანაში სულ უფრო ღრმავდება, პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და მისი ოჯახის ძალაუფლება კი უფრო ძლიერდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი