ახალი ამბები

გაწვევით ვადიანი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის ვადა 18-დან 12 თვემდე მცირდება

4 მარტი, 2014 • • 1029
გაწვევით ვადიანი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის ვადა 18-დან 12 თვემდე მცირდება

ცვლილებების მიხედვით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გაწვევით ვადიანი საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებისთვის დადგენილი სამხედრო სამსახურის ვადა 18 თვე 12 თვემდე მცირდება.

 

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ამ ეტაპზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, შესაბამისი ფინანსური რესურსებიდან გამომდინარე, ვერ უზრუნველყოფს გაწვევით ვადიან საკონტრაქტო მოსამსახურეებისთვის იმ ოდენობის ანაზღაურების შეთავაზებას, რომელიც მათ შეუქმნიდა ჩვეულებრივ გაწვევით ვადიანი (არასაკონტრაქტო) მოსამსახურეებისგან განსხვავებულ პირობებს და გაზრდიდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტში 18-თვიანი სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის გავლის მსურველ პირთა რიცხვს.

 

გამომდინარე აქედან, კანონპროექტის ავტორების აზრით, ზემოთ მითითებული 18-თვიანი ვადის არსებობის შემთხვევაში, გართულდება პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი გაწვევით ვადიანი საკონტრაქტო მოსამსახურეების თავმოყრა, რის გამოც კანონპროექტის ავტორები მიზენშეწონილად მიიჩნევენ გაწვევით ვადიანი საკონტრაქტო მოსამსახურეებისთვის დადგინდეს 12-თვიანი სამსახდრო სამსახურის ვადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი