ახალი ამბებისამართალი

16 წლის გოგოს თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული წინასწარ პატიმრობაშია

20 აგვისტო, 2018
16 წლის გოგოს თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული წინასწარ პატიმრობაშია

ოზურგეთში, სოფელ ნატანებში არასრულწლოვანი გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ 22 წლის კაცს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო პროცესი შაბათს გაიმართა და გვიანობამდე გაგრძელდა.

ბრალდების მიხედვით, დაკავებული 22 წლის ახალგაზრდა კაცი ინტერნეტით გაცნობილ გოგოს აშანტაჟებდა ინტიმური ხასიათის ფოტო-ვიდეომასალის გასაჯაროებით, რის შედეგადაც სოფელ ნატანების მკვიდრმა, 16 წლის არასრულწლოვანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი