ახალი ამბები

ფანჯიკიძე: ობამასთან შეხვედრამ აშშ-საქართველოს ურთიერთობა ახალ საფეხურზე აიყვანა

3 მარტი, 2014 • • 983
ფანჯიკიძე: ობამასთან შეხვედრამ აშშ-საქართველოს ურთიერთობა ახალ საფეხურზე აიყვანა

“ეს იყო უმაღლესი დონის ვიზიტი, ეს იყო უპრეცედენტოდ მაღალი დონის ვიზიტი, რომლსაც ჰქონდა ყველა კომპონენტი. მათ შორის – საზეიმო, იყო შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, ვიცე-პრეზიდენტთან, სახელმწიფო მდივანთან. იყო ორი საჯარო გამოსვლა პრემიერ-მინისტრის, იყო შეხვედრა ბიზნესის მიმართულებით, იყო შეხვედრა დიასპორასთან. ეს იყო აბსოლუტურად სრულყოფილი ვიზიტი, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობა და, მე ვიტყოდი, ახალ საფეხურზე აიყვანა ეს ურთიერთობა”- განაცხადა მაია ფანჯიკიძემ “რუსთავი ორის” ეთერში. 

 

“კურიერის” შეკითხვას, მიიღო თუ არა ქართულმა მხარემ გარკვეული გარანტიები შეერთებული შტატებისგან იმ ფონზე, როცა ვითარება დაიძაბა უკრაინაში, ფანჯიკიძემ უპასუხა. 

 

“როცა ამერიკაში ვიმყოფებოდით, სიტუაცია ასეთი გამწვავებული არ იყო. ეს იყო ის პერიოდი, როცა სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრი იყო კიევში და მოახერხეს პირველ ეტაპზე მშვიდობიან ფორმატში გადასულიყო დაპირისპირება, ამიტომ შედარებით უფრო იმედის მომცემი იყო ის პერიოდი, როცა ჩვენ იქ ვიყავით. თუმცა, რასაკვირველია, კრიზისზე საუბარი იყო. ამერიკის შერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. იგი გვეხმარება ჩვენ არაღიარების პოლიტიკაში და ამ მიდგომაში, რასაკვირველია, არაფერი არ შეცვლილა. შესაბამისად, ეს არის ის ყოვლისმომცველი გარანტია, რომელსაც ჩვენ ვიღებთ არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებისგან, არამედ ბევრი სხვა პარტნიორი ქვეყნისგან”,- განაცხადა მაია ფაბჯიკიძემ.

 

აღნიშნულ თემაზე მაია ფანჯიკიძემ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა, მაშინ, როცა საქართველოს პრემიერის კანცელარიაში უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი