ახალი ამბები

პუტინი დათანხმდა მერკელის წინადადებას შეიქმნას ფაქტების დამდგენი საერთაშორისო საკონტაქტო ჯგუფი

3 მარტი, 2014 • 1364
პუტინი დათანხმდა მერკელის წინადადებას შეიქმნას ფაქტების დამდგენი საერთაშორისო საკონტაქტო ჯგუფი

ინფორმაციას ამის შესახებ BBC–ს რუსული სამსახური და ტელეარხი ДОЖДЬ–ი ავრცელებს.


რუსეთის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის სატელეფონო საუბრისას “გერმანიის კანცლერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს, პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას” – წერს ტელეარხი ДОЖДЬ–ი.

 

კვირას, კრემლის პრესსამსახურის ცნობით, მერკელისა და პუტინის სატელეფონო მოლაპარაკების დროს, რუსეთის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა “ულტრანაციონალისტური ძალების მიერ შეუჩერებელ ძალადობრივ ქმედებებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ადამიანის სიცოცხლეს, ასევე, რუსეთის მოქალაქეებისა და მთელი რუსულენოვანი მოსახლეობის კანონიერ ინტერესებს”. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ მიღებული ზომები “სრულად შეესაბამება უკრაინაში მიმდინარე საგანგებო ვითარებას”, – ნათქვამია განცხადებაში კრემლის ვებგვერდზე.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი