ახალი ამბები

“სამხრეთ ოსეთში” ბერკუტელებისთვის ფულის შეგროვება დაიწყო

2 მარტი, 2014 • 1381
“სამხრეთ ოსეთში” ბერკუტელებისთვის ფულის შეგროვება დაიწყო

მისი თქმით, მთავრობის შეცვლის შემდეგ მილიციის სპეცდანიშნულების რაზმი “ბერკუტი” დაშალეს. “დღეს ისინი მძიმე მდგომარეობაში არიან და მთელი რუსეთის მასშტაბით იქმნება არაკომერციული ორგანიზაციები, რომლებიც მზად არიან, ნებისმიერი სახის დახმარება აღმოუჩინონ მათ. ჩვენ ჩვენი მხრივ, ვაპირებთ გავხსნათ საბანკო ანგარიში, რათა შევაგროვოთ თანხა “ბერკუტის” მებრძოლებისთვის”.


ტადტაევის თქმით, საინიციატივო ჯგუფში ამჟამად 30 წევრია და მათი რაოდენობა იზრდება.


რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სურვილი გამოთქვა, სამსახურში აიყვანოს ყოფილი ბერკუტელები, რაზეც ძალოვან უწყებაში აღნიშნეს, რომ საამისოდ უკრაინის ყოფილი სპეცდანიშნულების რაზმის წევრებისთვის აუცილებელია რუსეთის მოქალაქეობის მიღება.

 

იქამდე რუსეთის დუმაში ერთდროულად რამდენიმე კანონპროექტი შევიდა, რომლებიც უკრაინის მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურას ამარტივებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი