ახალი ამბები

“მწვანეები” მოითხოვენ, მმართველ კოალიციაში შემავალმა პარტიებმა დამოუკიდებლად მიიღონ არჩებნებში მონაწილეობა

28 თებერვალი, 2014 •
“მწვანეები” მოითხოვენ, მმართველ კოალიციაში შემავალმა პარტიებმა დამოუკიდებლად მიიღონ არჩებნებში მონაწილეობა

„მწვანეთა პარტია“ და კოალიციის ის შემადგენლობა, რომელიც დღეს პარლამენტშია წარმოდგენილი, ბიძინა ივანიშვილის უშუალო ავტორიტეტით და საზოგადოების ძლიერი მხარდაჭერით მოხვდნენ. ეს არ არის ამ პარტიების დამსახურება, ეს არის ბიძინა ივანიშვილის და საზოგადოების დამსახურება. ახლა მოდის თვითმმართველობის არჩევნები, ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან და ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, რომ ყველა პარტიამ, რომელმაც ერთი კაცის ავტორიტეტით მიიღო ყველა სიკეთე, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად მიიღოს და დაამტკიცოს, რომ ნამდვილად იმსახურებს  ამას”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

მისივე თქმით, ცესკო  სწორედ არჩევნების შედეგებით კომპლექტდება:

 

“საარჩევნო კომისიაში ახლა წარმოდგენილია მხოლოდ „ქართული ოცნების“ პარტიები და „ნაციონალური მოძრაობა“. ჩვენ გვინდა, რომ როდესაც კოალიციაში შემავალი პარტიები არჩევნებში ცალ-ცალკე მიიღებს მონაწილებას, ცენტრალური საარჩევნო კომისია  სწორედ ამ შედეგებით დაკომპლექტდეს,“ – განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.


შეგახსენებთ, რომ გაჩეჩილაძემ რამდენიმე დღის წინ დატოვა საპარლამენტო უმრავლესობის რიგები.

მასალების გადაბეჭდვის წესი