ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში, Marisquiño-ს მუსიკალურ ფესტივალზე ხის პლატფორმა ჩაინგრა და ზღვაში ჩავარდა. The Guardian-ის ინფორმაციით, მომხდარის შედეგაც 266 ადამიანი დაშავდა, მათგან 5-მა სერიოზული დაზიანებები მიიღო.
ინციდენტი შუარამისას მოხდა, როცა ფესტივალის სტუმრები რეპერ Rels B-ს უსმენდნენ. თვითმხილველების თქმით, პირველი სიმღერის შემდეგ მომღერალმა მსმენელს მოუწოდა, ჰაერში ამხტარიყვნენ რის შემდეგაც, ზღვაზე მოწყობილი პლატფორმა რამდენიმე წამში ლიფტის მსგავსად მოწყდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ გარდაცვლილა, მომხდარს ესპანეთის პოლიცია იძიებს.