ახალი ამბები

ხომალდი, რომელიც მზესთან ყველაზე ახლოს უნდა მივიდეს, კოსმოსში გაუშვეს

12 აგვისტო, 2018 • 4520
ხომალდი, რომელიც მზესთან ყველაზე ახლოს უნდა მივიდეს, კოსმოსში გაუშვეს

კოსმოსურმა სააგენტომ ნასამ, დღეს 12 აგვისტოს ახალი მისია დაიწყო და კოსმოსში გაუშვა სატელიტი, რომელიც მზესთან ყველაზე ახლოს უნდა მივიდეს.

რაკეტა, რომელმაც კოსმოსში პარკერის მზის ხომალდი წაიღო, ფლორიდიდან გაუშვეს. ნასა ჯერ კიდევ გუშინ, 11 აგვისტოს გეგმავდა ხომალდის გაშვებას, თუმცა გუშინდელი მცდელობა ჩაიშალა.

BBC -ის ცნობით, ხომალდი ადამიანის მიერ შექმნილი ყველაზე სწრაფად მოძრავი ობიექტია, დაგეგმილია, რომ მან გრძელვადიან პერსპექტივაში “მზის ქცევის საიდუმლოებები” უნდა შეისწავლოს.

ნასას ცნობით, ხომალდმა მზის ატმოსფეროში უნდა შეაღწიოს. ამ სივრცეს მზის გვირვინს ან მზის კორონას უწოდებენ.

ხომალდის მისია 2025 წლამდე გაგრძელდება. 7 წლის მანძილზე იგი მზის ატმოსფეროში მიმდინარე აქამდე უცნობ მოვლენებს შეისწავლის.

ამერიკის ხმის ცნობით, ხომალდი მზის ზედაპირზე 4 მილიონი მილის რადიუსზე შეაღწევს, რაც დაახლოებით რვაჯერ აღემატება აქამდე მზესთან დაახლოებულ მანძილს.ხომალდის 12-სანტიმეტრი სისქის ჯავშანმა 1300 გრადუსს უნდა გაუძლოს.

ნასას მიერ გავრცელებული იმიტირებული ფოტო, რომელზეც ასახულია მზის ატმოსფეროში გაშვებული ხომალდი. ფოტო: epa

რაკეტა, რომელმაც ნასას პარკერი ხომალდი კოსმოსში გაიტანა. ფოტო: epa

ნასას მიერ გავრცელებული იმიტირებული ფოტო, რომელზეც ასახულია მზის ატმოსფეროში გაშვებული ხომალდი. ფოტო: epa

მასალების გადაბეჭდვის წესი