ახალი ამბები

RMG: უკონტროლო სიტუაციამ ეკოლოგიური საფრთხე წარმოშვა

27 თებერვალი, 2014 • • 1664
RMG: უკონტროლო სიტუაციამ ეკოლოგიური საფრთხე წარმოშვა

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მოსალოდნელ ეკოლოგიურ რისკებთან დაკავშირებით მათ 26 თებერვალს წერილობით მიმართეს საქართველოს მთავრობას, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, შინაგან საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებს.

“იქიდან გამომდინარე, რომ საწარმოს საქმიანობის პარალიზება პირდაპირ კავშირშია გარემოზე ნეგატიურ ზემოქმედებასთან, მოხდა სამწუხარო ინციდენტი. კერძოდ, რეზერვუარის გადავსებამ გამოიწვია გარკვეული რაოდენობის დაბინძურებული წყლის ავარიულად ჩაშვება მდინარე კაზრეთულაში. ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ თავად ვაცნობეთ გარემოს დაცვის საზედამხედველო ორგანოებს”, – აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე კომპანიის ეკოლოგიური სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გარემოს დაცვის ინსპექცია სწავლობს სიტუაციას.

14 თებერვლიდან კაზრეთში მუშათა სრულმასშტაბიანი გაფიცვა მიმდინარეობს. მათგან 8 შიმშილობს. გაფიცვის მონაწილეების თქმით, მათ კომპანიის თითქმის ყველა თანამშრომელი შეუერთდა. გაფიცულები მოითხოვენ ხელფასების ზრდას, სამუშაო პირობებისა და სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესებას, კომპანიიდან გათავისუფლებული 180 ადამიანის აღდგენას. 24 თებერვლიდან კი მათ მოთხოვნებს კიდევ ერთი მოთხოვნა, კომპანიის მენეჯმენტის ცვლილება შეემატა.

მუშების გაფიცვა კაზრეთში, 27.02.2014, ფოტო: კონსტანტინ სტალინსკი

მასალების გადაბეჭდვის წესი