ახალი ამბები

ლარი დოლართან მიმართებაში თითქმის 7 თეთრით გაუფასურდა

10 აგვისტო, 2018 • 3638
ლარი დოლართან მიმართებაში თითქმის 7 თეთრით გაუფასურდა

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. მონაცემების მიხედვით, ლარი აშშ დოლართან მიმართებაში თითქმის 7 თეთრით, ევროსთან კი – 4 თეთრით გაუფასურდა. შესაბამისად, ხვალ, 11 აგვისტოს, 1 დოლარის ფასი 2.53 ლარი იქნება, 1 ევროს შეძენა კი 2.90 ლარად შეგეძლებათ.

დღეს მოქმედი კურსით, 1 აშშ დოლარი თითქმის 2.47(2.4687) ლარი ღირდა, 1 ევროს შეძენა კი 2.86 ლარად შეგეძლოთ.

ეროვნული ბანკის მიერ ოფიციალური კურისს დადგენამდე, 10 აგვისტოს დილიდან ლარი კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში უფასურდებოდა. როგორც “ნეტგაზეთს” ჯიხურებში უცხადებდნენ, ტაბლოებზე მონაცემების შეცვლას ვერ ასწრებდნენ, ვინაიდან დილიდან ლარის კურსი მუდმივად იცვლებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი