მინდელის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ უახლოეს ხანებში კეზერაშვილს შინაპატიმრობა მოეხსნება და იგი სხვა ქვეყნებში გადაადგილებას თავისუფლად შეძლებს, ხოლო მისი საქმის განხილვა თბილისში ჩვეულებრივად გაგრძელდება.
კეზერაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით აქვს წაყენებილი – საჯარო მოხელის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის მოთხოვნის და ქრთამის მიღების, ასევე, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულის ჩადენის მუხლით აქვს წაყენებული. იგი ასევე ბრალდებულია “თბილსერვის ჯგუფის საქმეზეც გიგი უგულავასთან ერთად. ერთი ეპიზოდი ეხება თბილსერვის ჯგუფში 700–ზე მეტი მოქალაქის დასაქმებას, ხოლო მეორე ეპიზოდი ეხება ტელეკომპანია “იმედის” უკანონოდ მითვისებას და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას.