ფოთში, მალთაყვის სანაპიროდან ახალგაზრდა კაცი გაუჩინარდა. მაშველები დამსვენებელს შავ ზღვაში ერთ საათზე მეტრია ეძებენ.
ახალგაზრდა კაცის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია მაშველებს ახალგაზრდა ქალმა მისცა, რომელიც ზღვიდან მაშველებმა გამოიყვანეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ამ დროისათვის მიმდინარეობს სამაშველო-სამძებრო სამუშაოები.
- საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს აფრთხილებს:
დღეს, 9 აგვისტოს, ზღვაზე მოსალოდნელია 4-5-ბალიანი შტორმი, რის გამოც ბანაობა აკრძალულია. დღის განმავლობაში ტალღების სიმაღლემ შესაძლოა 1,5 მეტრიდან 3 მეტრამდე მიაღწიოს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობასა და დამსვენებელს მოუწოდებს, რომ ყურადღება მიაქციონ ამკრძალავ ნიშნებს და დაიცვანუსაფრთხოების წესები.

მალთაყვის სანაპირო, ფოთი