ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია – ბახტაძე

9 აგვისტო, 2018 • 3961
სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია – ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ მმართველ გუნდს ჯერ არ გადაუწყვეტია, დაუჭერს თუ არა მხარს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილს.

პრემიერი ასევე უარს ამბობს, შეაფასოს პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომლის მიხედვითაც, 2008 წლის აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო. ამ საკითხებზე მამუკა ბახტაძემ დღეს, 9 აგვისტოს, მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

“ჩვენ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია, ამიტომ, მე ვერ შევაფასებ მის პოლიტიკურ განცხადებას. რა თქმა უნდა,  რუსეთი არის აგრესორი, მან მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია,” – აღნიშნა პრემიერმა.


სალომე ზურაბიშვილი აგვისტოს ომზე: საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი ამ საომარი ვითარების

მასალების გადაბეჭდვის წესი