ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატია

6 აგვისტო, 2018 • 4756
სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატია

პარლამენტარი სალომე ზურაბიშვილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“მე ვარ ვალდებული ჩემი წინაპრების წინაშე და არა მხოლოდ მათ წინაშე, ყველა იმის წინაშე, ვინც 100 წლის წინ დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და ეს დამოუკიდებლობა ვეღარ აცოცხლეს. ზოგი წავიდა, ზოგი დარჩა და ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩემს ოჯახში და არა მხოლოდ ჩემს ოჯახში, ვინც იქნებოდა საქართველოს ღირსეული პრეზიდენტი, თუმცა ეს ვერ შეძლეს”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა თავისი სახლის ეზოში გამართულ ბრიფინგზე დღეს, 6 აგვისტოს. მისივე თქმით, სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ის პრეზიდენტობი გამოწვევაზე უარს არ ამბობს.

ზურაბიშვილის თქმით, მისი, როგორც პრეზიდენტის მთავარი მოვალეობა იქნება, ქვეყანაში შეინარჩუნოს სტაბილურობა.

“ეყოფა ამ ქვეყანას ის, რაც გაიარა – ომი, კონფლიქტები და ომის დღეები, რომელიც ახლა მოდის. ამ თემაზე კიდევ ბევრი გვექნება გასახსენებელი”, – თქვა ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, საქართველომ საკმარისი შიდა და გარე კონფლიქტები გაიარა ბოლო წლებში და დაკარგა არაერთი ტერიტორია. ზურაბიშვილი ამაში მხოლოდ რუსულ ოკუპაციას არ გულისხმობს. მისივე განმარტებით, საქართველომ ბოლო 1.5 საუკუნის განმავლობაში არაერთი ტერიტორია დაკარგა.

მედიით გავრცელებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს ისევე, როგორც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ამჯერადაც მმართველი პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა ექნება, რომელიც საკუთარი კანდიდატურის დაყენებას არ აპირებს.

სალომე ზურაბიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.