ახალი ამბები

Wizz Air ყველაზე არაპუნქტუალურად დაასახელეს ავიაკომპანიებს შორის, რომლებიც UK-დან დაფრინავენ

7 აგვისტო, 2018 • 17794
Wizz Air ყველაზე არაპუნქტუალურად დაასახელეს ავიაკომპანიებს შორის, რომლებიც UK-დან დაფრინავენ

იმ ავიაკომპანიებს შორის, რომლებიც დიდი ბრიტანეთის აეროპორტებიდან დაფრინავენ, ყველაზე არაპუნქტუალურად Wizz Air დასახელდა. კვლევა ბრიტანეთის სამოქალაქო ავიაციის ორგანოს პრესის ასოციაციამ ჩაატარა.

როგორც The Guardian კვლევაზე დაყრდნობით იუწყება, 2017 წელს, აფრენამდე დაგვიანების საშუალო მაჩვენებელი  Wizz Air-ის შემთხვევაში 23 წუთს შეადგენდა, რითაც ავიაკომპანიამ პუნქტუალობის კუთხით ყველაზე უარესი შედეგი აჩვენა.

კვლევაში 44 ავიაკომპანია მონაწილეობდა, რომელთაც ბრიტანეთის აერპორტებში გასულ წელს 2 000 ფრენა შეასრულეს. ჯამში, ყველა ავიაკომპანიას შორის დაგვიანების საშუალო მაჩვენებელმა 15 წუთი შეადგინა.

უნგრული Wizz Air-ის სპიკერმა კვლევის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ავიაკომპანიის უარყოფითი შედეგის მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული, უშუალოდ ბრიტანეთის შემთხვევაში, რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. მათ შორის, მან აეროპორტების ინფრასტრუქტურა, საჰაერო სივრცის დატვირთულობა და შეზღუდვები დაასახელა. მისივე თქმით, კომპანიის საქმიანობაზე “ზამთრის მძიმე ამინდებიც” აისახა.

კვლევაში ყველაზე კარგი შედეგი სკანდინავიის ავიახაზებმა აჩვენა. მეორე პოზიცია Aer Lingus-მა დაიკავა, მესამე და მეოთხე ადგილები კი საფრანგეთის Air France-მა და Alitalia-მ გაინაწილეს.

სამოქალაქო ავიაციის ორგანო, რომელმაც კვლევა ჩაატარა, ბრიტანეთის ავიაციის სპეციალურ მარეგულირებელს წარმოადგენს. ის საზოგადოებრივი კორპორაციაა, რომელიც ტრანსპორტის სახელმწიფო დეპარტამენტში ერთიანდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი