საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მრგვალი მაგიდის – „ხანგრძლივი მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის – 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლისშემდეგ“ – მონაწილეებს სიტყვით მიმართა. განცხადებაში მარგველაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომზე ისაუბრა.
„2008 წლის ომი, რა თქმა უნდა იყო, ომი საქართველოსა და რუსეთს შორის, რომელშიც ჩართული იყო რუსეთის რეგულარული შეიარაღებული ძალები, მაგრამ ომი საქართველოს წინააღმდეგ დაიწყო ბევრად უფრო ადრე, უფრო სწორედ საქართველოს ამ ორი რეგიონის ოკუპაცია დაიწყო ბევრად უფრო ადრე, ის დაიწყო 92-93 წლებში. ეს გადაწყვეტილება, მაშინ განპირობებული იყო არა ნატო-თი, არა ევროკავშირით, როგორც მერე, 2008 წელს რუსული პროპაგანდა ცდილობდა მონათვლას, არამედ ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმით, რომ საქართველომ გადაწყვიტა, იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანა,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისი თქმით, 2008 წლის ომს მოჰყვა რუსეთის სრულიად გაუგონარი და უსამართლო მცდელობა, საქართველოს სუვერენულ, მსოფლიოს მიერ აღიარებული სახელმწიფოს ტერიტორიაზე გამოაცხადოს ორი სუვერენულისახელმწიფო.
“თუ დავუბრუნდებით ათი წლის წინანდელ შედეგებს, ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენ ყველას არ გვეყო ხშირ შემთხვევაში გამჭრიახობა, იმისთვის, რომ შეგვეფასებინა იმ წუთას რა ხდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე. იყო ასეთი რიტორიკაც, თითქოს ეს იყო არაპროპორციული ძალა გამოყენებული საქართველოს წინააღმდეგ. ყველას ვისაც მაშინ ეჭვი ეპარებოდა სამწუხარო პასუხი გაეცა 2014 წელს უკრაინაში, სამწუხარო პასუხი გაეცა ჩვიდმეტში, თექვსმეტში, როდესაც ჰიბრიდული კიბერშეტევების მსხვერპლი გახდა ევროპა”, – თქვა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტისვე თქმით, “აგრესორთან ენის მოჩლექით ლაპარაკი, პირდაპირ სიმართლის არ თქმა, არ დარქმევა აგრესიისა იმაზე, რაც არის პირდაპირი დარღვევა, როგორც საერთაშორისო სამართლის, ისეადამიანური ნორმების, თუნდაც ორ ქვეყანას შორის მეზობლური ურთიერთობების ყველა პრინციპის დარღვევას, მაშინვე უნდა დარქმეოდა ყველაზე მძაფრი სახელი. ჩვენ არ უნდაგვეშინოდეს სიტყვების – ეს არის ომი იმიტომ, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა და ქართველ ერს აქვს დამოუკიდებლობის ნება და ეს იქნება ბოლომდე გატანილი.”
“ეს არის ომი საქართველოს წინააღმდეგ, ეს არის აგრესია, ეს არის ოკუპაცია და ეს არის საერთაშორისო სამართლის სრული დარღვევა. სანამ ჩვენ არ ვიტყვით ამ სიტყვებს სრულიგამბედაობით, მანამ მეტ რისკებს ვუქმნით საკუთარ თავსაც და იმ გარემოსაც, რომელშიც ჩვენ ვარსებობთ,” – თქვა პრეზიდენტმა.
როგორც მან განმარტა, ათი წლის შემდეგ საქართველოს სტრატეგია შემდეგნაირია:
“ჩვენ არაფრის დიდებით არ შევჩერდებით, არც ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით, არც დემოკრატიის გაღრმავების თვალსაზრისით, არც ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით, არცნატოში ინტეგრაციის თვალსაზისით,”- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისივე სიტყვებით, ის სტრატეგიული გეგმები, რომლებიც საზოგადოებამ დასახა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენტიტეტის აღდგენის გარანტია, თუმცა, საქრთველო
რომ საქართველო არასდროს არ განიხილავს ამ უკანასკნელს ძალისმიერი მეთოდებით.
“ისეთ ვითარებაში, როდესაც ყოველდღიურად ხდება ადამიანების გატაცება, ყოველდღიურად ხდება ჩვენი მოქალაქეების ქონების ხელყოფა და, რაც ყველაზე ტრაგიკულია, არის ხოლმე ფაქტები, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს იტაცებენ, აწამებენ და წამებით კლავენ.
ამ ფონზე, სტრატეგიული მოთმინების შენარჩუნება და მორალის არ გატეხვა, მოსახლეობისთვის დასაკუთარი თავისთვის იმ რწმენის გაღრმავება, რომ შეუძლებელია რუსეთმა მოიგოს და შეუძლებელია, რომ ეს აგრესია არ დამთავრდეს და შეუძლებელია, ეს კედლებიც ისე არ დაინგრეს, როგორც ბერლინის კედელი, არ არის მარტივი და ამაში გვეხმარებით თქვენ, თქვენი თანადგომა, ძვირფასო სტუმრებო, თქვენი სიმტკიცე და თქვენი ძალიან ზუსტი და სწრაფი პოზიციები, როდესაც კიდევ ერთ, ან შემდეგ რუსულ პროვოკაციას და აგრესიას ვხედავთ საქართველოს მიწა-წყალზე,” – ამბობს გიორგი მარგველაშვილი.