ახალი ამბები

ილია მეორე მარიხუანის ლეგალიზებაზე: ეს არის მტრობა ჩვენი ერისა

5 აგვისტო, 2018 • 14978
ილია მეორე მარიხუანის ლეგალიზებაზე: ეს არის მტრობა ჩვენი ერისა

საქართველოს მართლამდიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ დღეს, 5 აგვისტოს, უარყოფითად შეაფასა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მარიხუანის მოხმარებისთვის სასჯელის გაუქმებასთან დაკავშირებით.

“ნებადართული გახდა ნარკოტიკების მიღება. ნებადართული გახდა მარიხუანის მიღება. ეს არის დიდი შეცდომა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ნარკოტიკები ერთ დონეზე არ ჩერდება. რაც დრო გადის, ადამიანის ბუნება თხოულობს უფრო მძიმე ნარკოტიკებს. ეს არის მტრობა ჩვენი ერისა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანები, რომელთაც გამოიტანეს ეს გადაწყვეტილება, ისინი თვითონ არ არიან თანახმა, მაგრამ იმდენად დიდია მათზე პრესი, ზეგავლენა, რომ იძულებული გახდნენ, გამოეტანათ ეს გადაწყვეტილება”, – თქვა პატრიარქმა. მისი ქადაგების ფრაგმენტი ტელეკომპანია “იმედმა” გაავრცელა.

მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა – საკონსტიტუციოს ისტორიული გადაწყვეტილება

მასალების გადაბეჭდვის წესი