ახალი ამბები

სოფელ ფერმასთან ავტობუსი ტრაილერს შეეჯახა – დაიღუპა 1 და დაშავდა 6 ადამიანი

4 აგვისტო, 2018 • 1842
სოფელ ფერმასთან ავტობუსი ტრაილერს შეეჯახა – დაიღუპა 1 და დაშავდა 6 ადამიანი

ავტომაგისტრალზე, სოფელ ფერმასთან ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა. როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პირველადი ინფორმაციით, სამგზავრო ავტობუსი ტრაილერს შეეჯახა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი