გრიგოლეთში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზღვაო მაშველებმა სომხეთის მოქალაქე გადაარჩინეს.
საგანგებო სიტუაციების მართივს სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 33 წლის ქალი მაშველებმა ზღვიდან სკუტერის დახმარებით გამოიყვანეს, მას პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.
ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.