ახალი ამბები

შსს-მ ორი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავა – დაშავებულია პოლიციელი

4 აგვისტო, 2018 • 1493
შსს-მ ორი პირი  წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავა – დაშავებულია პოლიციელი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. შემთხვევა 4 აგვისტოს, გვიან ღამით მოხდა.

უწყების განცხადებით, დაკავებულები აკაკი წერეთლის გამზირზე იმყოფებოდნენ და ერთმანეთთან ურთიერთშელაპარაკება ჰქონდათ. შსს-ში აცხადებენ, რომ პოლიციელებმა მათ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს, თუმცა ისნი პატრულის თანამშრომლების მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და მათ ფიზიკური დასიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

“მომხდარის შედეგად, პატრულ-ინსპექტორი ჯანმრთელობის დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გამოძიება რ. შ. და თ. ძ. მიმართ  საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 – ე ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს” – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შსს-ის განცხადებით, პოლიციამ, ასევე, დააკავა ინცინდენტში მონაწილე სამი პირი. ისინი დაკავებული არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი