“მე მივიღე სრული მხარდაჭერა, ჩვენმა მთავრობამ მიიღო სრული მხარდაჭერა დღეს აშშ-ის პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის სახელით, მათ დაგვიდასტურეს, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს. მე ასევე მივიღე დადასტურება და მზადყოფნა, რომ გაღრმავდეს ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. მთლიანობაში ეს იყო ძალიან პოზიტიური, ნაყოფიერი შეხვედრა. აშშ საქართველოსთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა და ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ამ ურთიერთობის გაღრმავებას,” – განცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება აშშ-ში.


