მოსკოვი თბილისის პოზიციას, რომ NATO-სთან ერთობლივი სწავლება Noble Partner შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისთვისაა მოწოდებული, არ ეთანხმება. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
“ჩვენ ვერ დავეთანხმებით, მათ შორის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, რომ ეს სწავლებები შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობსა და უსაფრთხოებას ხელს შეუწყობს. სტაბილურობა და უსაფრთხოება “კოსტრუქციული დიალოგია და არა ვერტმფრენები და ტანკები” – აცხადებს ზახაროვა.
მისივე თქმით, ამ სწავლებების რეალური ამოცანა აფხაზეთზე, სამხრეთ ოსეთსა და რუსეთზე ძალადობრივი ზეწოლის მოხდენაა.
საქართველოში NATO-ს წევრი ქვეყნების ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების “ღირსეული პარტნიორი 2018″ დაწყების გამო” “სერიოზულ შეშფოთება” აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გამოთქვა.