ახალი ამბები

3 აგვისტოს კომისია გიორგი გახარიას, თეა წულუკიანსა და ირაკლი შოთაძეს დაკითხავს

2 აგვისტო, 2018 • 1986
3 აგვისტოს კომისია გიორგი გახარიას, თეა წულუკიანსა და ირაკლი შოთაძეს დაკითხავს

ხვალ, 3 აგვისტოს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისია შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას, იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანსა და ყოფილ მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს დაკითხავს. “ნეტგაზეთს” “ევროპულ საქართველოს” პრესსპიკერმა ირაკლი კიკნაველიძემ განუცხადა, რომ კომისიის სხდომა 11:30 საათზე დაიწყება.


თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება მეორე მოკლულს, დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

ამავე დღეს საქმის გამოძიების და საქმის გამყალბებლების დასჯის მოთხოვნით დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ საპროტესტო აქციები დაიწყო, რის შემდეგაც პარლამენტმა საგამოძიებო კომისია დაამტკიცა. კომისიაში უმრავლესობა საპარლამენტო უმცირესობას აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი