ახალი ამბები

დეკანოზი ილია ჭიღლაძე: მოწოდება საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების შესახებ, არის ბნელი

1 აგვისტო, 2018 • 1948
დეკანოზი ილია ჭიღლაძე: მოწოდება საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების შესახებ, არის ბნელი

“მოწოდება საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების შესახებ არის ბნელი, შავრაზმული პრიმიტივიზმი, ქვეყნის თალიბანიზაციის ცდა,” – ასე გამოეხმაურა დეკანოზი ილია ჭიღლაძე მოქალაქეთა, მათ შორის, სასულიერო პირთა განცხადებებს, საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების შესახებ.

როგორც დეკანოზი ფეისბუკზე გავრცელებულ განცხადებაში განმარტავს, მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა საზოგადოების რიგ წევრებს სასამართლოს განჩინება,  პატივი უნდა ვცეთ სახელმწიფო ინსტიტუტებს.

“თუ სახელმწიფოებრიობაზე გვაქვს პრეტენზია, კანონის ფარგლებში ვიბრძოლოთ სიმართლისათვის. თუ რუსეთის (ან სხვა ქვეყნის) გუბერნიად გვინდა ყოფნა, მაშინ კი ბატონო, გავაუქმოთ ეგეც და კონსტიტუციაც, ბარემ პარლამენტიც ზედ მივაყოლოთ და ყველა სამინისტრო,” – წერს დეკანოზი.

30 ივლისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას საზოგადოების ნაწილი უარყოფითად შეხვდა, მათ შორის იყვნენ სასულიერო პირები. ასე მაგალითად, პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიოს თანაშემწის განცხადებით, საკონსტიტიციო სასამართლო უნდა გაუქმდეს.

მან სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება “ერის ღალატად” შეაფასა და აღნიშნა, რომ უწყება თავის გადაწყვეტილებებით ერის ნებას უგულებელჰყოფს.

“მოსალოდნელი იყო მსგავსი ნაბიჯები. ჩვენ უარესსაც ველოდებით. ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც ერის ღალატი. იმ სტატისტიკური მონაცემებით, რა ცნობიერებაც არსებობს ნარკოტიკებთან, ნარკოტიკების ზიანთან დაკავშრებით ჩვენს ახალგაზრდებში, ასეთი დაშვება, ასეთი გაიოლება ამ საკითხისა მხოლოდ უკიდურესად ნეგატიურ მოლოდინებს აჩენს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი