ახალი ამბები

ვიქტორ იანუკოვიჩის რეზიდენცია [ფოტო]

23 თებერვალი, 2014 • • 1478
ვიქტორ იანუკოვიჩის რეზიდენცია [ფოტო]

“უკრაინის მიმდინარე კრიზისი სხვადასხვა საკითხს უკავშირდება: გეოპოლიტიკურს, ეკონომიკურს, ლინგვისტურს, ეთნიკურს, მაგრამ ბევრი ადამიანისთვის პრობლემა ბევრად უფრო მარტივია. უკრაინის მოქალაქეების აზრით ვიქტორ იანუკოვიჩი  თანამდებობას საკუთარი თავის და გარემოცვის გასამდიდრებლად იყენებდა. იმისათვის, რომ გაიგოთ, თუ რატომ სძულს იანუკოვიჩი უკრაინის მოქალაქეების დიდ ნაწილს, საკამრისია მეჟიგორიეს რეზიდენცია ნახოთ, რომელიც კიევიდან 20 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. მას შემდეგ, რაც იანუკოვიჩმა კიევი დატოვა, ათასობით ადამიანი, მათ შორის რეპორტიორები რეზიდენციას ეწვივნენ”- წერს ადამ ტეილორი. 

 

ადამ ტეილორი, რომელიც “Washington Post”- ისთვის საგარეო ურთიერთობების შესახებ წერს, ამბობს, რომ იანუკოვიჩის რეზიდენცია უკრაინის ელიტური კორუფციის მაგალითია.  რეზიდენცია 100 მილიონადაა შეფასებული და უკრაინის მოქალაქეების უმეტესობისთის გუშინდელი დღე პირველი შემთხვევა იყო, როცა მათ რეზიდენციის ნახვის საშუალება მიეცათ:

 

“ნებისმიერ ქვეყანაში  პრეზიდენტი, რომელიც ზოოპარს ან საზღვაო ხომალდს ფლობს, ცინიკურ შეფასებას დაიმსახურებდა, მაგრამ, როცა ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე GDP 7,300 დოლარია, ასეთი ფუფუნება უპატიებელია”- წერს ტეილორი. 

 

“Washington Post” იმ ფოტოებს აქვეყნებს, რომლებიც დამთვალიერებლებმა გადაიღეს და “ტვიტერზე” განათავსეს. 





მასალების გადაბეჭდვის წესი