ახალი ამბები

კვირიკაშვილის გადადგომა 41%-თვის მისაღებია, 29%-თვის კი მიუღებელი – NDI

1 აგვისტო, 2018 • 1290
კვირიკაშვილის გადადგომა 41%-თვის მისაღებია, 29%-თვის კი მიუღებელი – NDI

ყოფილი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომას გამოკითხულთა უმეტესობისთვის, კერძოდ კი 41%-თვის მისაღებია. საწინააღმდეგოდ მიიჩნევს გამოკითხულთა 29%.

რაც შეეხება სხვა პასუხებს, 28%-მა არ იცის, მისაღებია თუ არა მისთვის აღნიშნული მოვლენა, ხოლო 2%-მა პასუხზე უარი განაცხადა.

აღნიშნული კვლევა, 2018 წლის 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2 409 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი. საველე სამუშოებს CRRC საქართველო ატარებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი