ჯემალ პაქსაძის თქმით, პრეზიდენტმა სწორი აქცენტები გააკეთა:
„პირველად ვიყავი საერთოდ პრეზიდენტის გამოსვლაზე. მოხარული ვარ, დადებითად ვაფასებ იმისათვის, რომ ჩვენ ვართ ევროპული ოჯახი და ძირითადი ყურადღება პრეზიდენტმა გაამახვილა ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით. საქართველოს შვილები ვართ, ერთი სისხლი, ერთი ხორცი და ყველას გვაინტერესებს ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობა და დემოკრატიულ სივრცეში ცხოვრება. დადებითად ვაფასებ. სასულიერო პირებმა ერთიანად შევაფასეთ, რომ წარმატებული გამოსვლა იყო. როდესაც ერი და ბერი, განურჩევლად ყველა სარწმუნოებისა და ხელისუფლებისა, დგას ერთად, ის ქვეყანა ყოველთვის არის ძლიერი. სულითა და გულით მინდა დავლოცო ჩვენი სამშობლო, ჩემი ქართველი ერი და მალე ჩვენი ქვეყანა ყოფილიყოს გამთლიანებული.“