დღეს, 21 თებერვალს პარლამეტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა 106 ხმით ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა დადგენილების პროექტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ეროკავშირის ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვეითი ასეულის გაგზავნის თაობაზე პრეზიდენტისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.
“მე ხელს ვაწერ ამ დადგენილებას და ვუსურვებ ჩვენს სამხედროებს, წარმატებით გაართვან თავი ამ საპატიო მოვალეობას და მშიდობიანად დაბრუნდნენ თავიანთ სამშბოლოში მისიის ამოწურვის შემდეგ,”-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.