ახალი ამბები

მარგველაშვილის მიმართვა აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოქალაქეებისადმი

21 თებერვალი, 2014 •
მარგველაშვილის მიმართვა აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოქალაქეებისადმი

გიორგი მარგველაშვილსი მტკიცებით, არ აღიარების პოლიტიკა არ ნიშნავს იზოლაციას:

 

“თანამოქალაქეებს, რომლებიც  ცხოვრობენ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, უნდა მივცეთ შესაძლებლობა საქართველოს ევროპული კურსიდან მიიღონ პირდაპირი სარგებელი. ურთიერთობის აღდგენის პარალელურად ოკუპრიებული ტერიტორიების მოსახლეობა საქართველოს ხელისუფლების ხელშეწყობის  უნდა ჩავრთოთ ევროპასთან  ერთობლივ ეკონომიკურ-სავაჭრო-საგანმანათლებლო-ჰუმანიტარულ პროექტებში,? რომლებიც განსაზღვრულია სახელმწიფოს სტრატეგიის ჩართულობა-თანამშრომლობის გზით.  აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს მინდა მივმართო იგივე სიტყვებით, რითაც მივმართე ჩემი წინასაარჩევნო გამოსვლის დროს, ჩვენ გთავაზობთ ევროპულ ქვეყანას, თავისუფალ, განვითარებულ, დემოკრატიულ  და მშვიდობიან სახელმწიფოში ცხოვრებას, რომელიც იქნება მისი ყველა მოქალაქის კეთილდღეობის, ეთნიკური, რელიგიური და კულტურული იდენტობის შენარჩუნების და მათი პოლიტიკური უფლებების ხელშეწყობის გარანტი.”

 

მარგველაშვილმა ასევე ოკუპირებული ტერიტორიების დეფაქტო ხელისუფლებას მიმართა:

 

“ნუ წახვალთ საკუთარი ხალხის სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ, ნუ ეცდებით ახალი ბარიერების შექმნას იმ ხალხებს შორის, რომლებსაც მრავალსაუკუნოვანი ერტიანი სახელმწიფოებრიობა აკავშირებთ. ჩვენი ერთიანობა მრავალი შეცდომითა და გარე ძალების უხეში ჩარევით იქნა დარღვეული. რაც ყველას ძალიან მძიმედ, ჩვენივე ხალხის სისხლის ფასად დაგვიჯდა.  დღეს საფრთხის ქვეშ დგას აფხაზებისა და ოსების იდენტობa და თვითმყოფადობა. ამის დაცვის ყველაზე მყარ გარანტიას ჩვენი ერთად ცხოვრება და ერთიანობა წარმოადგენს. ამიტომ თუ თვენთვის მნიშვნელოვანია ამ ტერიტორიებზე მაცხოვრებელი მოსახლეობის მომავალი, ნუ მოაქცევთ მათ იზოლაციაში.”

მასალების გადაბეჭდვის წესი